საქართველომ, მონტენეგროსთან ერთად, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის კანონის უზენაესობის კუთხით უმაღლესი შეფასება მიიღო
საქართველომ, მონტენეგროსთან ერთად, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის, კანონის უზენაესობის კუთხით უმაღლესი შეფასება მიიღო. კვლევა ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტმა ჩაატარა. სამართლის უზენაესობის მდგრადობა შეფასებულია ორი ურთიერთშემავსებელი განზომილებით: შესაძლებლობა და ფუნქციონირება. ექსპერტებმა აღინიშნეს, რომ ქვეყნების შეფასებისას იხელმძღვანელეს შემდეგი ინდიკატორით: კორუფციის არარსებობა: კორუფციის კონტროლის უნარი; რეგულაციების აღსრულება: კანონების წარმატებით აღსრულების უნარი, რომელ ნაწილშიც მონტენეგროსა და საქართველოს პროფილები ყველაზე მეტად ემთხვევა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს. გარდა ამისა, შეფასდა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ეფექტიანობა და ეფექტიანი სამოქალაქო საზოგადოება, რაც გულისხმობს მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის კანონისმიერი დაცვის შესაძლებლობების უზრუნველყოფას
