დღეს ხურვალეთში ვალია ვანიშვილს დაკრძალავენ
დღეს ხურვალეთში ვალია ვანიშვილს დაკრძალავენ. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეულ იმ სახლში, რომელიც მან და მისმა მეუღლემ დათა ვანიშვილმა არ მიატოვეს, სამძიმარზე მისულ ახლობლებს დროებით გახსნილ მავთულხლართებზე უწევთ გადასვლა, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეთანხმებით.
