თავისუფლების მოედანზე სამხედროების პირველი რეპეტიცია უკვე გაიმართა
26 მაისის მთავარი ღონისძიებისთვის მზადება დაიწყო. თავისუფლების მოედანზე სამხედროების პირველი რეპეტიცია უკვე გაიმართა. წელს წვევამდელები, დედაქალაქთან ერთად, ფიცს საზეიმოდ დადებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, 12 ისტორიულ ადგილას. სამხედრო ტექნიკის, შეიარაღების და აღჭურვილობის დათვალიერება კი შესაძლებელი იქნება თბილისსა და 20 სხვა ქალაქში.საქართველოს პარლამენტის შენობაზე, 26 მაისთან დაკავშირებით, საზეიმო ბანერები განთავსდა. ფასადზე გამოიფინა საქართველოს დროშა, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისა და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ბანერები.
