უკრაინელმა ბიზნესმენმა ტიმურ მინდიჩმა ვოლოდიმირ ზელენსკის სანქციების დაწესების გამო უჩივლა
უკრაინელმა ბიზნესმენმა ტიმურ მინდიჩმა ვოლოდიმირ ზელენსკის სანქციების დაწესების გამო უჩივლა. სანქცირებული ბიზნესმენი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. უკრაინის პრეზიდენტმა ტიმურ მინდიჩს სანქციები გასული წლის 13 ნოემბერს დაუწესა. მანამდე უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ, „ენერგოატომთან“ დაკავშირებული კორუფციული საქმის ფარგლებში, ბიზნესმენს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. მინდიჩმა უკრაინა ბინისა და ოფისების ჩხრეკამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა.
