საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა, "ქრონიკამ" ინციდენტის კადრები მოიპოვა
„ქრონიკამ“ მოიპოვა კადრები, სადაც საპატრიარქოსთან მომხდარი ინციდენტია ასახული. საპატრიარქოს ეზოში 20 მაისს შევარდა ავტომობილი, რომელმაც შლაგბაუმი დააზიანა და ჭიშკარი შეანგრია. თვითმხილველების თქმით, მძღოლი ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა. სამართალდამცველებმა მძღოლი დააკავეს. როგორც „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
