26 მაისის მთავარი ღონისძიებისთვის მზადება დაიწყო
26 მაისის მთავარი ღონისძიებისთვის მზადება დაიწყო. თავისუფლების მოედანზე სამხედროების პირველი რეპეტიცია უკვე გაიმართა. წელს წვევამდელები, დედაქალაქთან ერთად, ფიცს საზეიმოდ დადებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, 12 ისტორიულ ადგილას. სამხედრო ტექნიკის, შეიარაღების და აღჭურვილობის დათვალიერება კი შესაძლებელი იქნება თბილისსა და 20 სხვა ქალაქში.
