სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ოპოზიციის, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის", "ალტინფოს" და მათი მხარდამჭერების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში მსჯავრდებულთა რაოდენობის შესახებ, თითქოს, 2025 წელს მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობამ 22 767 შეადგინა. პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ რეალური 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიდა 8 702 მსჯავრდებული. პენიტენციური სამსახური მონაცემების არასწორ ინტერპრეტაციაზე მიუთითებს და განმარტავს საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომელიც მოიცავს ქვეყნის მასშტაბით ყველა მსჯავრდებულ პირს – როგორც თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულებს, რომლებიც სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან, ისე არასაპატიმრო სასჯელმისჯილ პირებს, რომლებიც სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში არ იხდიან.
