სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პანკისის ხეობაში დაკავებულ პირებს ამ წუთებში ბრალი წარედგინებათ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პანკისის ხეობაში დაკავებულ პირებს ამ წუთებში ბრალი წარედგინებათ. საქმე ეხება უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას. სპეცოპერაციის შედეგად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სხვადასხვა სახის ნივთმტკიცებასთან ერთად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. ასევე ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკები. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 10-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
