დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება, რომ 20 მაისიდან დიდ ბრიტანეთში ისევ შესაძლებელი იქნება რუსული ნავთობისგან წარმოებული პროდუქტების იმპორტი, ფარისევლობად ფასდება საქართველოს ხელისუფლებაში
დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება, რომ 20 მაისიდან დიდ ბრიტანეთში ისევ შესაძლებელი იქნება რუსული ნავთობისგან წარმოებული პროდუქტების იმპორტი, ფარისევლობად ფასდება საქართველოს ხელისუფლებაში. ამ ფონზე "ქართულ ოცნებაში" იხსენებენ ბრიტანეთის მთავრობის მოთხოვნას რომ საქართველოში არ შემოსულიყო რუსეთიდან ნავთობპროდუქტები,პარლამენტის თავმჯდომარის თქმით ამ მოთხოვნას ხელისუფლებასთან ბრიტანეთი ელჩი აჟღერებდა . ბრიტანეთის საელჩოს ქრონიკამ კითხვით მიმართა, რამდენად თანმიმდევრულია ოფიციალური ლონდონის პოლიტიკა. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სანქცირებულ გადამუშავებულ ნავთობპროდუქტებზე გენერალური სავაჭრო ლიცენზია გასცა. ქვეყანაში იმ აკრძალული საქონლის იმპორტი დაიშვება, რომელიც მესამე ქვეყნებში რუსული ნედლი ნავთობისგან არის დამუშავებული.
