პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში დასრულდა
ჩინეთში ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტი დასრულდა. მსოფლიოში არსებული გამოწვევები, უსაფრთხოება და საერთაშორისო სამართლის პრინციპების რღვევა - ეს საკითხები განიხილა შალვა პაპუაშვილმა შეხვედრებზე. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით ჩინეთის და საქართველოს ხელისუფლებებს იდენტური მიდგომები აქვთ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის იმაზე, რომ – ყველა ქვეყანა საერთაშორისო სამართლის პატივისცემას უნდა დაუბრუნდეს.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
