პრემიერ-მინისტრის ღია წერილზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება
პრემიერ-მინისტრის ღია წერილზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება. როგორ აფასებენ ევროკავშირის უმაღლესი ინსტიტუტების წარმომადგენლები ძალადობას კოპენჰაგენში - ამ კითხვით ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიო კოშტას და რობერტა მეცოლას საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიმართა. მმართველ გუნდში იმ ორმაგ სტანდარტებსა და უსამართლო პოლიტიკას განიხილავენ, რაც მათივე თქმით, ევროპამ საქართველოსთან დამოკიდებულების წესად აქცია.
