საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე მასშტაბური საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე მასშტაბური საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება. საიუბილეო ღონისძიებებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი კომისიის სხდომაზე იმსჯელეს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. კომისიის თანათავმჯდომარეები არიან პრემიერ-მინისტრი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. საიუბილეო ღონისძიებები, 26 მაისიდან დაიწყება და 1-ელი ივნისიდან მასშტაბურ სახეს მიიღებს. ღონისძიებები სვეტიცხოვლობის დღესასწაულის ჩათვლით გაგრძელდება. 14 ოქტომბერს დაგეგმილია სიმპოზიუმი თემაზე - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“.
