დიუშენის სინდრომი
უმნიშვნელოვანესია მეცნიერული მტკიცებულებები, სხვა შემთხვევაში შეცდომის დაშვების რისკი მაღალია - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებთან დაკავშირებით გააკეთა. მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე იმყოფება, სადაც განსახილველ საკითხთა შორისაა, იშვიათი დაავადებების სამკურნალო ახალ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობა და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება. პარალელურად, დღეს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო მესამეს შეხვდნენ. გადაწყდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მშობლებით, საპატრიარქოს წარმომადგენლებითა და სპეციალისტებით დაკომპლექტდება. აღნიშნულ ჯგუფს ხელისუფლებასთან კომუნიკაცია ექნება. საკითხზე დღეს ვრცლად ილაპარაკა მთავრობის მეთაურმაც.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ბუღაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
