ვიზიტი ჩინეთში
საქართველოს დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, პეკინიდან ქალაქ სიანში გადაინაცვლა. გამგზავრებამდე საქართველოს დელეგაცია ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტს ესტუმრა. ვიზიტი შალვა პაპუაშვილის კოლეგის მიწევევით მიმდინარეობს. სიანში დელეგაციას პროვინციის სახალხო კონგრესის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დახვდა, საზეიმო მიღება კი უძეველესი ქალაქის კარიბჭესთან შედგა. ხვალიდან საქართველოს წარმომადგენლები ადგილობრივი ხელისუფლების წევრებს შეხვდებიან.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
