დახმარება ტერორისტულ საქმიანობაში
ბრძოლა საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პანკისის ხეობაში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა. საქმე ეხება უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მუხლით მიმდინარე გამოძიებას. სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. დაკავებულების ბრალის წარდგენას ელიან, მათ 10-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
