სტრასბურგი საქართველოს სასარგებლოდ
სოციალური ქსელით საჯარო მოხელის შეურაცხყოფა გამოხატვის თავისუფლებას სცდება. გადაწყვეტილება სტრასბურგს ეკუთვნის. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ სარჩელი წააგო და მთელი დღის მცდელობის მიუხედავად, მათი კომენტარი ვერ მივიღეთ. საქმე კი ეხება სამოქალაქო აქტივისტის მიერ მერის და მერიის თანამშრომლების საჯაროდ გინებას, რის გამოც ის 500 ლარით დაჯარიმდა, ოპოზიციამ კი საქმე პოლიტიკურად მონათლა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პოზიციაც გაიზიარა, ეროვნული სასამართლოების დასაბუთებაც და დაადასტურა, რომ მათი გადაწყვეტილებით მოქალაქის გამოხატვის თავისუფლება არ დარღვეულა.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
