ჯანდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებთან დაკავშირებით აუცილებელია მეცნიერული მტკიცებულებების გათვალისწინება
ჯანდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებთან დაკავშირებით აუცილებელია მეცნიერული მტკიცებულებების გათვალისწინება. იშვიათი დაავადებების სამკურნალო ახალ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის საკითხი და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება განიხილა მიხეილ სარჯველაძემ ბელგიის ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურ მდივანთან, პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრთან და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. მინისტრის განმარტებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კითხვები აქვთ ევროპულ, წამყვანი ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნებსაც, რაც დამატებითი დიალოგისა და ინფორმაციის გაცვლის საჭიროებაზე მიუთითებს.
