საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდა. მათ პატრიარქთან სამი მოთხოვნა ჰქონდათ, მათ შორის სახელმწიფოსთან შუამდგომლობა და ერთიანი ფონდის შექმნა. დაისახა გეგმა, რომ პატრიარქო პროცესში ყველა მიმართულებით ჩაერთვება, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მშობლებით, საპატრიარქოს წარმომადგენლებით და სპეციალისტებით დაკომპლექტდება. ჯგუფს კომუნიკაცია ექნება ხელისუფლებასთან.
