სიძულვილის ენა - სპეციალური სამმართველო
სიძულვილის ენა, შეურაცხმყოფელი კამპანია, აგრესიული კომუნიკაცია- ამ პრობლემების მონიტორინგი და რეაგირება, სპეციალური სამმართველოს ფუნქცია იქნება, რომელიც შსს-ში იქმნება. სიახლის შესახებ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მან ინიციატივის მიზეზი და მიზანიც განმარტა. გაირკვა ისიც, რომ ახალ სამმართველოს რეაგირებისთვის მოქალაქის საჩივარი და მიმართვა აღარ დასჭირდება. პარლამენტის თავმჯდომარისთვის, სახელმწიფოს უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული ის, რის პრევენციასაც სამმართველო უზრუნველყოფს. პრემიერს კი საკითხი ეროვნულ ამოცანად მიაჩნია.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
