ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში
ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად! საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით ჩინეთშია. შეხვედრა შედგა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარესთან, პირველმა კანონმდებელმა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობა აღნიშნა, მხარეებმა ურთიერთპატივისცემა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურეს. მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს და მნიშვნელოვან მოთამაშესთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და არაერთ სფეროში თანამშრომლობა აერთიანებს. ჩინეთი საქართველოს 4 უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს შორის ერთ-ერთია. მნიშვნელოვანია პირდაპირი ავიამიმოსვლის ეფექტი ტურიზმზე, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები. პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს სატრანზიტო-სატრანსპორტო პოტენციალიც აღნიშნა.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
