საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში ბოლო ოცი წლის განმავლობაში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში ბოლო ოცი წლის განმავლობაში. პარლამენტის თავმჯდომარე ჩინეთში, ეროვნული სახალხო კონგრესის თავმჯდომარეს შეხვდა. სწორედ მისი მიწვევით იმყოფება ქართული დელეგაცია ჩინეთში. ასევე საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთის ეროვნულ სახალხო კონგრესში, პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის წევრს, ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, რაც პოლიტიკური დიალოგის, ეკონომიკური თანამშრომლობის, კულტურული გაცვლისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების თანმიმდევრულ გაფართოებაში გამოიხატა.
