საქართველოს პრემიერ-მინისტრი სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, გარემოს დაცვის მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, გარემოს დაცვის მინისტრს შეხვდა. პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც ბაქოში, მსოფლიო ურბანული ფორუმის ფარგლებში გაიმართა, განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების მნიშვნელობას და სლოვაკურ მხარეს ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
