განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, მოლდოვის ორი მოქალაქე დააკავეს
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, მოლდოვის ორი მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, დროებითი საცხოვრებელი სახლისა და ავტომობილის ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან ამოიღეს, სარეალიზაციოდ გამზადებული 31 შეკვრა „მეთადონის’’ შემცველი გრანულები და ფხვიერი მასა. ასევე ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
