ზუგდიდში, ოჯახის სიწმინდის დღის მსვლელობა, ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძრიდან დაიწყება, სადაც მრევლის ნაწილი უკვე შეკრებილია
ზუგდიდში, ოჯახის სიწმინდის დღის მსვლელობა, ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძრიდან დაიწყება, სადაც მრევლის ნაწილი უკვე შეკრებილია. წირვის დასრულების შემდეგ, სასულიერო პირები მრევლთან ერთად, ქალაქის მთავარი გამზირისკენ გაემართებიან და მსვლელობა, საკათედრო ტაძართან დასრულდება, სადაც პარაკლისს გადაიხდიან. ზუგდიდში მსვლელობას, სამეგრელოს სხვა ეპარქიებიდანაც უერთდებიან.
