რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩის N5-ში ავარიული საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს
რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩის N5-ში ავარიული საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. შენობის ავარიული ნაწილის დემონტაჟი მოხდა და მოეწყო ახალი კონსტრუქცია. გათვალისწინებულია ფასადის სრული ენერგოეფექტური განახლება, ახალი სახურავისა და კარ-ფანჯრების მოწყობა. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ავარიული კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაცია რუსთავში ამ ეტაპზე, 15 სხვადასხვა მისამართზე მიმდინარეობს
