თბილისსა და რეგიონებში რაგბის სტადიონებისა და ტექნიკური ცენტრების მშენებლობა მიმდინარეობს
თბილისსა და რეგიონებში რაგბის სტადიონებისა და ტექნიკური ცენტრების მშენებლობა მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განაგრძობს ქვეყნის მასშტაბით სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარებას და ივნისში დაგეგმილი რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას. თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში დაიწყო როგორც არსებული სარაგბო ბაზებისა და სტადიონების რეაბილიტაცია, ისე ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოედნების მშენებლობა. მსოფლიო ჩემპიონატისთვის აქტიურად მიმდინარეობს რაგბის 3 სპორტული კომპლექსის, ჯამში 5 მოედნის რეაბილიტაცია — თბილისში, ავჭალისა და შევარდენის სტადიონებზე, ასევე ქუთაისში „აიას“ კომპლექსში შემავალ სამ სტადიონზე
