ქვემო ქართლის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკული საშუალება ამოიღო
ქვემო ქართლის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე შენობა-ნაგებობის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სანადირო თოფი, პისტოლეტი, მჭიდი და სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 35 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე ამოღებულია გამომშრალი მარიხუანა
