ორმაგ სტანდარტსა და ევროპული ღირებულებების დავიწყებაში ამხელენ დანიის სახელმწიფოს თბილისიდან
ორმაგ სტანდარტსა და ევროპული ღირებულებების დავიწყებაში ამხელენ დანიის სახელმწიფოს თბილისიდან. ევროკავშირის წევრი ქვეყნის ხელისუფლება, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საკუთარ შეფასებებს სისტემატურად გამოხატავს, ამ დრომდე არ გვპასუხობს, იმ ქმედებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, რომელიც კოპენჰაგენში აქციის მონაწილეების მიმართ საპოლიციო ძალების მხრიდან ვნახეთ, როცა დანიის პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ხელკეტები და გაწვრთნილი ძაღლები გამოიყენა. კითხვით დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართეთ, რომელთანაც, საქართველოში არსებულმა დანიის საელჩომ გადაგვამისამართა
