საკრედიტო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი კვლავ BB დონეზე დატოვა და დაადასტურა სტაბილური პერსპექტივა
საკრედიტო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით დატოვა უცვლელად BB დონეზე და დაადასტურა სტაბილური პერსპექტივა. რაც, მაღალი ეკონომიკური ზრდით, სწრაფი ეკონომიკური განვითარებით, ზომიერი მთავრობის ვალითა და სტაბილური საბანკო სისტემით არის განპირობებული. როგორც სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, ქვეყანა ინარჩუნებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას და მიმდინარე ანგარიშის ბალანსი ბოლო წლებში გაუმჯობესებულია. გაზრდილია საერთაშორისო რეზერვების დონე და მონეტარული პოლიტიკა განაგრძობს მკაცრ პოლიტიკას ინფლაციის ტენდენციების გათვალისწინებით
