ოჯახის სიწმინდის დღეს მთელი საქართველო ერთიანდება - ლოცვა და მსვლელობა ქვეყნის ყველა ქალაქში გაიმართება
ოჯახის სიწმინდის დღეს მთელი საქართველო ერთიანდება, ლოცვა და მსვლელობა ქვეყნის ყველა ქალაქში გაიმართება. ბათუმში, ღონისძიება 12 საათზე დაიწყება. მანამდე მრევლს ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ელოდებიან. მსვლელობა ბათუმის განმათავისუფლებელ მეომართა საფლავთან დასრულდება, სადაც პარაკლისს გადაიხდის. ეპარქია ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ყველა მოქალაქეს იწვევს
