სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ღვინის მარკეტინგისა და მედიის საერთაშორისო ფორუმი გაიმართა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ღვინის მარკეტინგისა და მედიის საერთაშორისო ფორუმი გაიმართა. ჯიღაურაში ფორუმმა ქართველი და უცხო ქვეყნის ვაზისა და ღვინის დარგის მეცნიერები, პროფესიონალები, მარკეტერები, ტურიზმის სფეროს და მედიის წარმომადგენლები გააერთიანა. მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია, პროფესიული გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება იყო.მონაწილეებს გააცნეს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის უახლესი კვლევის შედეგები, კულტურული და სამეცნიერო მემკვიდრეობა. იშვიათი ადგილობრივი ჯიშებისა და ქვევრის ტრადიციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საკითხები. დააგემოვნეს, ჯიღაურას ბაზაზე დაცული, აღდგენილი, იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები
