იუსტიციის სახლსა და „ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
იუსტიციის სახლსა და „ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეები ერთობლივად დაგეგმავენ და განახორციელებენ სხვადასხვა საგანმანათლებლო და პრაქტიკულ აქტივობას. თანამშრომლობის მთავარი მიზანია სტუდენტებისა და მსმენელებისთვის სასწავლო პრაქტიკის უზრუნველყოფა და მათი პროფესიული განვითარების მხარდაჭერა. ინიციატივა ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, აკადემიური ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში განამტკიცონ და სახელმწიფო სერვისების მიწოდების პროცესს უშუალოდ გაეცნონ იუსტიციის სახლში
