„ქრონიკა“ ამ დრომდე ელოდება პასუხს დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან იმ ქმედებებზე, რომელსაც კოპენჰაგენში აქციის მონაწილეების მიმართ საპოლიციო ძალების მხრიდან ვნახეთ
„ქრონიკა“ ამ დრომდე ელოდება პასუხს დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან იმ ქმედებებზე, რომელსაც კოპენჰაგენში აქციის მონაწილეების მიმართ საპოლიციო ძალების მხრიდან ვხედავთ. მანამდე საქართველოში დანიის საელჩოს მივმართეთ, რომელმაც ქვეყნის საგარეო უწყებასთან გადაგვამისამართა. დანიის პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ხელკეტები და გაწვრთნილი ძაღლები გამოიყენა. დანია, ის სახელმწიფოა, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საკუთარ შეფასებებს სისტემატურად გამოხატავს. თემაზე კეთდება პოლიტიკური შეფასებები და ორმაგ სტანდარტზე ამახვილებენ ყურადღებას
სიუჟეტის ავტორი: ანა ბერძენიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
