ოჯახის სიწმინდის დღეს გორში, მაცხოვრის აღდგომის სახელობის მშენებარე ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ მასშტაბური სახალხო მსვლელობა დაიწყება
გორში კი მაცხოვრის აღდგომის სახელობის მშენებარე ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ 11:30 საათზე მასშტაბური სახალხო მსვლელობა დაიწყება. მრევლი სასულიერო პირებთან ერთად, ბაირაღებით და საგალობლებით ქალაქის რამდენიმე ქუჩა მოივლიან და ფეხით ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრამდე მივლენ. მამულის, ენისა და სარწმუნოებისთვის, ეროვნული იდენტობის, ტრადიციების და ღირებულებების, სარწმუნოების და ღირსების დასაცავად მსვლელობაში მონაწილეობას მრევლი მთელი მუნიციპალიტეტიდან მიიღებს
