ოჯახის სიწმინდის დღეს ლოცვითი მსვლელობა ქვეყნის მასშტაბით გაიმართება, რომელსაც რეგიონებში ეპარქიების მმართველები უხელმძღვანელებენ
ოჯახის სიწმინდის დღეს ლოცვითი მსვლელობა, ქვეყნის მასშტაბით გაიმართება, რომელსაც რეგიონებში ეპარქიების მმართველები უხელმძღვანელებენ. თელავში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში 11:00 საათიდან პარაკლისი დაიწყება. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ კი, ერეკლე მეფის ძეგლამდე სასულიერო პირების, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მოქალაქეების ფეხით მსვლელობა მოეწყობა
