ძლიერი ოჯახი-ძლიერი სახელმწიფო
12 წელია 17 მაისი საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღეა. წელს პირველ სადღესასწაულო წირვას ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღასრულებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე. დილის 11 საათიდან კი ქაშვეთიდან სამებამდე ტრადიციული მსვლელობა გაიმართება. მისი უწმინდესობის, ილია მეორის მიერ დაწესებულ დღესასწაულამდე ორი დღით ადრე სხვადასხვა ღონისძიება უკვე იმართება. პარლამენტმა სკოლის მოსწავლეების ნახატების გამოფენას უმასპინძლა.
სიუჟეტის ავტორი: თამარ ჩიკვატია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
