ერთობლივი სპეცოპერაცია
ქართულ-ესპანური საპოლიციო თანამშრომლობა - საერთაშორისო სპეცოპერაციისას, რომელიც ესპანეთის რამდენიმე ქალაქში ერთდროულად ჩატარდა, კრიმინალური დაჯგუფების 12 წევრი, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. ბრალდებულები 30-მდე ბინის ქურდობაში არიან ეჭვმიტანილნი. ხმაურიანი დაპატიმრებები საქართველოსა და ესპანეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის ერთწლიანი ინტენსიური კოორდინაციის შედეგად გახდა შესაძლებელი.
სიუჟეტის ავტორი: ვაკო მეზურნიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
