ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესია
რა ხდება მაშინ, როდესაც პოლიტიკური მიზნები ფაქტებზე მნიშვნელოვანი ხდება? საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მაკა ბოჭორიშვილმა ორმაგ სტანდარტებზე, ასევე, დემოკრატიის სახელით დემოკრატიისთვის გამოცხადებულ ბრძოლაზეც გაამახვილა ყურადღება. სოლიდარობა უკრაინას, რუსეთის ოკუპაცია საქართველოში, მშვიდობის მნიშვნელობა და ხელისუფლების უცვლელი პოლიტიკა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პირველ დიპლომატს არაერთი ორმხრივი შეხვედრა ჰქონდა, მათ შორის უკრაინელ კოლეგასთან.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
