მმართველი გუნდი ევროპარლამენტის მხრიდან მედიაზე კოორდინირებულ და მიზანმიმართულ თავდასხმაზე ამახვილებს ყურადღებას
მმართველი გუნდი ევროპარლამენტის მხრიდან მედიაზე კოორდინირებულ და მიზანმიმართულ თავდასხმაზე ამახვილებს ყურადღებას. ამ მოსაზრებას ამყარებს კონკრეტული ევროპარლამენტარების ღია განცხადებები, რომ ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ თვეებია მუშაობენ. მათ შორის არის კრიშტოფერ ბრეიზა, რომელსაც ელენე მეტრეველი ეხმარებოდა. ამის შესახებ მან თავად დაწერა. მეტრეველი ნაციონალური მოძრაობის მოკავშირე იპიპის აღმოსავლეთ პოლიტიკის კოორდინატორია, ასევე ახლო ურთიერთობები აქვს ოპოზიციასთან. მან დღეს ვიდეო მიმართვაც გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ამ მიმართულებით მუშაობას ისევ განაგრძობს.
