მემარცხენე ალიანსი: ევროკავშირი, რომელიც მშვიდობის, სიტყვის თავისუფლების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის იდეით შეიქმნა, დღეს მწვავე კრიტიკის საგანია
„ევროკავშირი, რომელიც მშვიდობის, სიტყვის თავისუფლების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის იდეით შეიქმნა, დღეს მწვავე კრიტიკის საგანია“,- ამის შესახებ „მემარცხენე ალიანსში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ევროპული პოლიტიკა სულ უფრო მეტად ექცევა „დიფ სთეითისა“ გავლენების ქვეშ.
