ეკონომიკის მინისტრმა ენერგეტიკის მინისტრების პანელში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ათენში, საერთაშორისო ენერგეტიკული სამიტის ფარგლებში გაიმართა
ეკონომიკის მინისტრმა, ენერგეტიკის მინისტრების პანელში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ათენში, საერთაშორისო ენერგეტიკული სამიტის ფარგლებში გაიმართა. სამიტს 270-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, ისრაელის პრეზიდენტი, ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალური მდივანი, ევროკომისარი მდგრადი ტრანსპორტისა და ტურიზმის საკითხებში, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები. მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ენერგეტიკული სექტორის მნიშვნელოვან მიმართულებებზე ისაუბრა, მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობას
