პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავა
თბილისის, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს ექვსი ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან, როგორც წარსულში ნასამართლევი პირები, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები
