17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება
17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე, პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს სამების ტაძარში. წირვას დაესწრებიან სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის დელეგაციები და სტუმრები, ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელო და სამონაზვნო დასი. პარალელურად, დილის 11:00 საათზე ქაშვეთის ტაძრიდან სამების ტაძრამდე გაიმართება ტრადიციული მსვლელობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სამრევლოები და მათი წინამძღვრები, აგრეთვე საკვირაო სკოლები, როგორც მცხეთა-თბილისის, ისე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ეპარქიებიდანაც. სამების ტაძარში ლოცვითი მსვლელობიდან მისულ მრევლს დალოცავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ იქიდან გამომდინარე, რომ 17 მაისი არის კვირა, სამრევლოების წინამძღვრებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ წირვა დაიწყონ ჩვეულებრივზე ადრე, რათა მრევლმა შეძლოს მსვლელობაში მონაწილეობის მიღება
