შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტის მიერ ქართული მედიისთვის აკრედიტაციის შეჩერების საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება საინტერესოა იმ მხრივაც, რომ სრულად აშიშვლებს დღევანდელი ბრიუსელის ფარისევლობას
ფარისევლობა და ორმაგი სტანდარტი. მმართველი გუნდის შეფასებით, ევროპარლამენტთან შედარებით მედიისთვის დაწესებული გაცილებით მსუბუქი წესებისთვის საქართველოს პარლამენტი არასამთავრობო ორგანიზაციების თავდასხმის ობიექტი იყო. პარლამენტის თავმჯდომარე ევროპარლამენტის მიერ იმედისთვის აკრედიტაციის შეჩერების საკითხზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მიღებული გადაწყვეტილება სრულად აშიშვლებს დღევანდელი ბრიუსელის ფარისევლობას
