ნიდერლანდებში საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს
ნიდერლანდებში საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქვეყანაში მაღალრეიტინგული ნიდერლანდური ტელევიზიის და მისი ონლაინ პლატფორმის გადამღები ჯგუფის მედია ტურს გაუწია ორგანიზება. ისინი საქართველოს შესახებ ვრცელ გადაცემას ამზადებენ. გადაღებები თბილისში, სიღნაღში, ვაშლოვანის ეროვნულ პარკში, მცხეთასა და სტეფანწმინდაში მიმდინარეობს.
