საქართველო მოწინავე პოზიციებზე
მთავრობის გამჭვირვალობით ევროპაში პირველი ადგილი, დემოკრატიის აღქმის ინდექსით ევროპის, ევროკავშირისა და ნატოს წევრ არაერთ სახელმწიფოზე უკეთესი შედეგები, გლობალური აღქმის ინდექსით კი ევროპის საუკეთესო ოცეულში. საქართველო მნიშვნელოვან პოზიციებს იკავებს მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ ყოველწლიურ კვლევაში იმის შესახებ, თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები დემოკრატიას. კვლევას აქვეყნებს საერთაშორისო შემფასებელი ცენტრი “ დემოკრატიის ალიანსის ფონდი”, მისი თავმჯდომარე ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი გახლავთ.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
