აჭარის მთავრობის თავმჯდომარე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს შეხვდა. შეხვედრაზე რეგიონში საგანმანათლებლო სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. აღინიშნა, რომ განათლების სამივე საფეხურზე დაგეგმილი რეფორმების ეფექტიანად განხორციელებისთვის, მნიშვნელოვანია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული თანამშრომლობა, ასევე, განათლების სფეროში ჩართულ პირებთან და ფართო საზოგადოებასთან პროაქტიული კომუნიკაცია.
