სპეციალური ოპერაციების ძალების მრავალეროვნული სწავლება „ტროას ნაკვალევი 2026“ დაიწყო
სპეციალური ოპერაციების ძალების მრავალეროვნული სწავლება „ტროას ნაკვალევი 2026“ დაიწყო. სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ, შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა ატაშემ და სპეციალური ოპერაციების სარდალმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა.
