„ბზიკები“ ევროვიზიაზე
დღეს 23:00 საათიდან „ევროვიზია 2026-ის“ პირველ ნახევარფინალში მილიონობით მაყურებლის წინაშე ქართველი კონკურსანტები წარდგებიან. ჯგუფი „ბზიკები“, რომელმაც 2008 წელს კონკურსის საბავშვო ნაწილში ჩვენი ქვეყნის პირველი გამარჯვება მოიპოვა, ავსტრიის დედაქალაქში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სცენაზე გიგა კუხიანიძის სიმღერას შეასრულებს. იმისთვის, რომ საქართველომ 16 მაისს „ევროვიზიის“ ფინალში პირველობისთვის იბრძოლოს, მნიშნელოვანია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების აქტიური მხარდაჭერა, რადგან ფინალისტებს მაყურებლის ხმებისა და ჟიურის ქულების ჯამი გამოავლენს.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
