შიო მესამე - საქართველოს ახალი კათოლიკოს პატრიარქი ჰყავს
შიო მესამე - საქართველოს ახალი კათოლიკოს პატრიარქი ჰყავს. აღსაყდრების საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის ტაძარში გაიმართა, რომელიც წმინდა სინოდის წევრებმა და სხვა სასულიერო პირებმა აღასრულეს. საზეიმო ლიტურგიის დროს, პატრიარქს გადასცეს მართვის სიმბოლოები, კერძოდ, საპატრიარქო მიტრა, ასევე კუნკულ-ბარტყული ანუ თავსაბურავი, ჯვარ-პანაღია და კვერთხი. პატრიარქის აღსაყდრების ძირითადი ნაწილის დასასრულს, ახალარჩეულ პატრიარქ შიო მესამეს დაადგეს უძველესი საპატრიარქო მიტრა. წირვის დასრულების შემდეგ ტაძარში და ტაძრის ეზოში შეკრებილ მრევლს პატრიარქმა ქადაგებით მიმართა. მან მადლობა გადაუხადა წმინდა სინოდის მღვდელმთავრებსა და სამღვდელო დასს ნდობისა და სიყვარულისთვის.
